სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ გაძვრა ვერტმფრენს უკანა მოტორი? - რა მოხდა გუდაურში რეალურად

    რატომ გაძვრა ვერტმფრენს უკანა მოტორი? - რა მოხდა გუდაურში რეალურად
    2 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლევან ყურაშვილი, სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

    "ამ კადრებში აშკარად ჩანს, რომ მი-8 იწყებს უკონტროლო ტრიალს და რამდენიმე წამში უკანა როტორი საერთოდ ძვრება. უკანა მოტორის დაკარგვა არის 100%-იანი ავარია.

    აი, უკანა მოტორი რატომ გაძვრა, ის მოვიკითხოთ ჯობია. და საერთოდ, რატომ დავფრინავთ დღემდე 50 წლის მი-8-ებით, როცა საფრანგეთიდან ჩამოყვანილი პუმები ჯერ ანგარებში დავალპეთ და მერე საერთოდ გავყიდეთ.ხოლო ფრანგებს კონტრაქტი გავუწყვიტეთ, რომლითაც დამატებით პუმები უნდა მოეწოდებინათ. პარაპლანისტებს კი არა, იმ ხალხს აგინეთ, ვის კისერზეცაა ეს კატასტროფა. არ იქნებოდნენ პარაპლანისტები, ხვალ სხვა დავალებაზე გაფრინდებოდა ეგ ვერტმფრენი და შედეგი იგივე დადგებოდა. ტექნიკური გაუმართაობა გადასარჩენი ობიექტის მიხედვით არ იჩენს თავს", - ამბობს ლევან ყურაშვილი.

    შეგახსენებთ, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ