გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მდინარე სუფსაში ტრაილერის გადავარდნამდე მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოხტომა მოასწრო, შემდეგ კი მდინარიდან მეთევზეებმა ამოიყვანეს.
მძღოლს კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. არსებული ინფორმაციით, წინ მიმავალმა ავტომობილმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, მან აცილება სცადა და ამის გამო, საჭე ვეღარ დაიმორჩილა.