სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე - რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას" - პრემიერ-მინისტრის განცხადება

    "ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე - რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას" - პრემიერ-მინისტრის განცხადება
    1 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

    მან აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოსთან პარტნიორობა საკმაოდ კარგად მიდის.

    „გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან. შემდეგ ვახშმის რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს პარტნიორობას. ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვეცდებით, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ ბატონ სტოლტენბერგთან“, - თქვა კობახიძემ.