სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ეპოსკოპოს დამიანეს ავარიაში გარდაცვალების ახალი დეტალები ცნობილია

    ეპოსკოპოს დამიანეს ავარიაში გარდაცვალების ახალი დეტალები ცნობილია
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გააკეთა.

    "დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია).

    როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები კი გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

    მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

    უფალმა აცხონოს ეპისკოპოს დამიანეს უკვდავი სული და მართალთა თანა დააწესოს იგი", - ვკითხულობთ განცხადებაში.