სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შეიცვალა ქარი და ვერტმფრენმა დაიწყო ვარდნა" - რას იხსენებდა ზაზა ლორია 2 წლის წინ

    "შეიცვალა ქარი და ვერტმფრენმა დაიწყო ვარდნა" - რას იხსენებდა ზაზა ლორია 2 წლის წინ
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეკომპანია "იმედმა" მფრინავ ზაზა ლორიაზე 2 წლის წინ სიუჟეტი მოამზადა, სადაც იგი მყინვარწვერზე ერთ-ერთ რთულ ფრენას იხსენებდა.

    სამწუხაროდ, გუშინ, გუდაურის ოპერაცია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

    "საერთოდ, ვერტმფრენს უკნიდან როცა უბერავს ქარი, ეს ძალიან ცუდია, ყოველთვის შევდივართ წინა მხრიდან როდესაც გვიბერავს ქარი, მაგრამ მთებში ქარი ძალიან ხშირად იცვლება და აი, დაჯდომის მომენტში შეიცვალა ქარი და ვერტმფრენმა დაიწყო ვარდნა. ერთი რაც მოვასწარით, წამების ამბავი იყო, შემოგვეტრიალებინა ვერტმფრენი და გადაგვეგდო ხეობაში, მოგვცა იმ წამება საშუალება რომ გამოვმძვრალიყავით და წამოვსულიყავით. ასეთ დროს ალბათ არ ფიქრობ რომ პასუხისმგებლობა გაქვს, ხარ თავჩახრილი და მექანიკურად მოქმედებ, რომ გადაარჩინო ვერტმფრენი და გამოიყვანო ამ რთული მდგომარეობიდან“, - იხსენებდა მფრინავი ორი წლის წინ.

    შეგახსენებთ, რომ გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.