სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვერტმფრენი "ბაბუ" ხვალ ისევ ცაში აფრინდება" - ემოციური პოსტი დაღუპული პილოტის შესახებ

    "ვერტმფრენი "ბაბუ" ხვალ ისევ ცაში აფრინდება" - ემოციური პოსტი დაღუპული პილოტის შესახებ
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, თეა პერტაიამ 2017 წელს დაწერილი პოსტს გაიხსენა, რომელიც პატარა საბას – გუშინ, გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტის, ზაზა ლორიას შვილიშვილის შესახებ დაწერა იმ დღეს, როდესაც მისი ბაბუა მამაცობისთვის სპეციალური მედლით დაჯილდოვდა.

    "ეს პატარა საბაა. ის პოლიციის ვერტმფრენს "ბაბუს" ეძახის.

    მისი ბაბუა შსს-ს გმირი მფრინავია. დღეს იგი გიორგი მღებრიშვილმა მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა, მისი ოჯახის წევრები ამაყობენ. პატარა საბასთვის კი ბაბუ ადამიანია, რომელიც ყველაზე მაღლა დაფრინავს, რომელიც მას ყველაზე მეტად ანებივრებს, რომელსაც უნდა, რომ ჰგავდეს და რომელიც მისთვის ყველაზე ძლიერია, არწივსაც კი სჯაბნის.

    მართლაც, ვერტმფრენი, სახელად "ბაბუ" ყოველდღე საქართველოს ემსახურება. უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და კიდევ ბევრის იმედია… მაგარი ბაბუა ჰყავს საბას – პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ის 30 წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანას ციდან გადმოჰყურებს. მის რელიეფზე ამოქარგული ყოველი ხაზი და ფერი იცის, მისი ტკივილი და სიხარულიც.

    ვერტმფრენი "ბაბუ" ხვალ ისევ ცაში აფრინდება", - წერდა წლების წინ თეა პერტაია.