სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა შემთხვევაში ჩატარდება UFC საქართველოში - რას ამბობს ილია თოფურია

    რა შემთხვევაში ჩატარდება UFC საქართველოში - რას ამბობს ილია თოფურია
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ილია თოფურიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება UFC საქართველოში ჩატარდეს.

    „მქონია ამასთან დაკავშირებით გასაუბრებები. მაგრამ, ისეთი ტიპის სტადიონები, რასაც UFC მოითხოვს საქართველოში არ გვაქვს. ბევრი ფაქტორია, მათ შორის შესასვლელი ბილეთების გაყიდვაც.

    მაგრამ, თუ კიდევ ასე გავაგრძელებთ, მერაბი გახდება UFC-ის ჩემპიონი, ჩემი ძმა გახდება UFC-ის ჩემპიონი და ბიჭები, რომლებიც ასპარეზობენ UFC-ში, შეიძლება, ერთ დღეს მოგვეცეს იმის შესაძლებლობა, რომ UFC საქართველოშიც ჩავატაროთ“ - თქვა ილიამ.