სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მენატრება ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელთან, მცხეთაში ვიყავი. ის სულ ჩემთან არის..." - დედაა პარასკევა მამა გაბრიელზე

    "მენატრება ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელთან, მცხეთაში ვიყავი. ის სულ ჩემთან არის..." - დედაა პარასკევა მამა გაბრიელზე
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დედა პარასკევამ მამა გაბრიელი და მასთან ერთად მცხეთაში გადარებული დრო გაიხსენა:

    "როდესაც მამა გაბრიელის დახმარება მჭირდება, ის სულ ჩემთან არის. ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, როდესაც მჭირდება და მოვუხმობ, შეგრძნების დონეზე, ყოველთვის ვგრძნობ მის ყოფნას.

    მის განსაკუთრებულ სიახლოვეს კი აქ, მის მიერ აგებულ ტაძარსა და კელიაში ვგრძნობ.

    ხილვები არა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი იქვე დგას და მეხმარება. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს შინაგანი შეგრძნებაა.

    როდესაც დახმარება სჭირდებათ და მამა გაბრიელთან ლოცვა სჭირდებათ, მე მომმართავენ და მამა გაბრიელი უცებ ისმენს ჩემს სიტყვას. ერთგვარი შუამავალი ვარ ადამიანებსა და მამა გაბრიელს შორის. მამა გაბრიელი ჩვენი მეოხია. რაღაცნაირად მე დედამიწაზე დამტოვა, რომ ადვილად გავაგებინო მას, რა გვჭირდება. ეს, მამა გაბრიელის მეოხებით, ღმერთის წყალობაა.

    ვისაც განკურნავს, ვის ლოცვასაც შეისმენს, როგორც ჩანს, მათთან ძალიან ახლოს არის მამა გაბრიელი და მათი გულის ტკივილი შეისმინა.

    მამა გაბრიელს ბუნებრივად იმპროვიზებული და არტისტული და ლამაზი ხმა ჰქონდა. ვუმზადებდი საჭმელს, რასაც მთხოვდა. ძირითადად, წვნიანების მომზადებას მთხოვდა, ბრინჯით მომზადებულს. უყვარდა ლობიო. მცირედით იკვებებოდა, ამბობდა: ჩემი საქართველოს სიყვარული საჭმელში როგორ გავცვალოო.

    მენატრება ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელთან ვიყავი მცხეთაში.

    მამა გაბრიელმა დაგვიბარა, საქართველოს სიყვარული გადაარჩენსო. გიყვარდეთ ერთმანეთიო. ქრისტეს მტრები როგორ უნდა შეიყვარო, მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან გამოდის სიყვარულიო..." - ამბობს დედა პარასკევა.