სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ვერ ვითმენ, რომ ხალხთან გავიდე და ეს გამარჯვება გავიზიარო...“ - ილია თოფურია საქართველოს ნაკრების თამაშს გახსნის

    „ვერ ვითმენ, რომ ხალხთან გავიდე და ეს გამარჯვება გავიზიარო...“ - ილია თოფურია საქართველოს ნაკრების თამაშს გახსნის
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ფეხბურთის ქომაგი და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარია.

    როგორც თვითონ აღნიშნავს ერთი სული აქვს ქართველებთან ერთად უგულშემატკივროს ნაკრების გუნდს.

    ის დღეს მატჩს გახსნის:

    „სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული. დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის დიდებული დღეა. ეჭვი არ მეპარება, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ვერ ვითმენ, რომ ხალხთან გავიდე და ეს გამარჯვება გავიზიარო.

    ყოველთვის ვამბობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ის ფაქტი, რომ დღეს ღმერთმა აქ მომიყვანა და უნდა დავესწრო ამ მატჩს, არ მიტოვებს ეჭვის შეტანის უფლებას. მგონია, რომ დღეს გავიმარჯვებთ და გოლსაც არ გავატანინებთ - 2:0“ - ამბობს ილია.