სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ..." - რა განცხადება გააკეთა ვილი სანიოლიმ

    "მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ..." - რა განცხადება გააკეთა ვილი სანიოლიმ
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ საქართველომ ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

    ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძეს ეკუთვნოდა.

    ქართველების გამარჯვებას დიდი ემოციები მოჰყვა.

    “პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით. ერთი საათის შემდეგ შეცდომებს ვუმატეთ, მაგრამ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ.

    რაც შეეხება მეორე ტაიმში მომხდარ გადამწყვეტ მომენტს, რთული ეპიზოდი იყო. მთავარია, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გოლი არ ჩათვალა.

    ბოლო 30 წუთი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვიყავი. ფინალში კი ამ ხარვეზების გამოსწორება მოგვიწევს, რადგან თბილისში ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, დიდ მოტივაცია ექნება.

    ვის ვისურვებდი მეტოქედ? ჩემს აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ფინალში ხვიჩა კვარაცხელია დაგვიბრუნდება და იმედია, იმას გააკეთებს, რაც შეუძლია და რასაც მისგან ველოდებით. შესაძლოა, სხვა ცვლილებებიც იყოს”

    მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეს კომენტრი გააკეთა.