სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ““ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს გადასარჩენი არაფერი აქვს”- დავით მათიკაშვილი ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე

    ““ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს გადასარჩენი არაფერი აქვს”-  დავით მათიკაშვილი ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, “”ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა არჩევნებზე. დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“ განაცხადა, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი დაფინანსება არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებს ემსახურება.

    “რაც შეეხება მათ დამფინანსებლებს, მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ და გაიგონ, რომ ის თანხები, რომელიც მათივე ქვეყნის გადასახადის გადამხდელის მიერ გაიღება არ ხმარდება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ხმარდება კონკრეტული პოლიტიკური ძალების დესტრუქციულ სურვილებს - ქვეყანაში რადიკალიზაციის გაზრდის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.