სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რის გაკეთებას გეგმავდა პირდაპირ ეთერში ლუქსემბურგის FF-ის პრეზიდენტი - პერფორმანსი საქართველოს გამარჯვებამ ჩაშალა

    რის გაკეთებას გეგმავდა პირდაპირ ეთერში ლუქსემბურგის FF-ის პრეზიდენტი - პერფორმანსი საქართველოს გამარჯვებამ ჩაშალა
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ, ფლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგელები საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

    თამაშს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პოლ ფილიპიც ესწრებოდა.

    Theguardian-ის ინფორმაციით, პოლ ფილიპი პირდაპირ ეთერში აპირებდა გაეპარსა ულვაშები, რომელსაც ის 40 წლის განმავლობაში ატარებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ლუქსემბურგი საქართველოს დაამარცხებდა, შემდეგ კი ასევე წარმატებით დაასრულებდა შეხვედრას ყაზახეთისა და საბერძნეთის ნაკრებს შორის გამარჯვებულთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუქსემბურგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს ოფიციალურად მოიპოვებდა.

    ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ახლა ულვაშის გაპარსვა აღარ მოუწევს, რადგან საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ დაგეგმილი პერფორმანსი ჩაშალა.