სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება" - სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

    “მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება" - სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სატრანსპორტო კომპანიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ “ახმეტელიდან“ მეტროსადგურ “გურამიშვილამდე“ მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება.

    როგორც კომპანიაში აცხადებენ, მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ “გურამიშვილიდან“ მეტროსადგურ “ვარკეთილამდე“ და პირიქით.

    “რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“,- ნათქვამია განცხადებაში.