სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “არასამთავრობო სექტორი სავსეა ხალხით, რომლებიც სააკაშვილის პერიოდში იყვნენ არა მხოლოდ საჯარო სამსახურში, არამედ იყვნენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები” - პაპუაშვილის განცხადება

    “არასამთავრობო სექტორი სავსეა ხალხით, რომლებიც სააკაშვილის პერიოდში იყვნენ არა მხოლოდ საჯარო სამსახურში, არამედ იყვნენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები” - პაპუაშვილის განცხადება
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ასეთი განცხადებები და პირდაპირი მუქარა არის შედეგი იმის, რომ არასამთავრობო სექტორად წარმოდგენილი არიან „ნაციოანალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ლიდერები. ნოდარ ხარშილაძე გახლავთ თავდაცვის და შსს-ს მინისტრების ყოფილი მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო წლების განმავლობაში. დღეს უცხოური დაფინანსებით როცა ხდება იმის წარმოდგენა, რომ ეს ადამიანი არის სამოქალაქო საზოგადოება, ეს, ერთი მხრივ, არის ცინიზმი, მეორე მხრივ, ზუსტად ის ნირი, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში – პირდაპირ მუქარა და უკვე ასრულებული მუქარა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი იმავეს აგრძელებენ. ამიტომ ეს წამოცდენები არ არის შემთხვევითი. ზუსტად ეს არის იმ მუქარის შედეგი. პრობლემა ის არის, რომ ასეთი ადამიანები იღებენ შემდეგ უცხოურ დაფინანსებას, მათ შორის სხვადასხვა საელჩოდან და ეს საელჩოები წარმოგვიდგენენ მათ, თითქოს ისინი არიან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი.

    სამოქალაქო საზოგადოება თუ არასამთავრობო სექტორი სავსე არის ხალხით, რომლებიც, სააკაშვილის პერიოდში არათუ უბრალოდ საჯარო სამსახურში, არამედ პოლიტიკური ლიდერები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები იყვნენ. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს არასამთავრობო სექტორში დომინირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები. სწორედ ამიტომ ისმის მუქარები პირების წინააღმდეგ, რაც შესაბამისად, არის მათი სურვილების გამხელა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დაიწყონ, აღასრულონ ის ვენდეტა, რომელიც მათ ჩაფიქრებული აქვთ“

    აღნიშნული განცხადება შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის

    მან ეს კომენტარი ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე გააკეთა, რომელშიც ის ამბობდა, რომ “ქართული ოცნება” გაზარმაცდა.