სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მყავს ექვსი შვილი, ცუდი მამა არ ვარ, მაგრამ” - პეტრე კოლხი პირადსა და ოჯახზე

    „მყავს ექვსი შვილი, ცუდი მამა არ ვარ, მაგრამ” - პეტრე კოლხი პირადსა და ოჯახზე
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პედრე კოლხმა პირად ცხოვრებასა და ოჯურ მდგომარეობაზე ისაუბრა:

    „მყავს ექვსი შვილი. ჩემი მეუღლე არის გმირი. მე ვერ ვუძლებ ამ ბავშვებს, თამამად შემიძლია ვთქვა. ცუდი მამა არ ვარ, მაგრამ ეს გნიასი, ყიჟინი და ზედმეტი ხმაური კიდევ უფრო მეტად მაგიჟებს. თანაც შვილიშვილიც ხომ შემოგვემატა, ამიტომ გავერიდე ოჯახს, შეეძლება ითქვას.

    ეს ჩემი სისუსტეა და ვაღიარე. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ფსიქიკა ისედაც დაღლილი მაქვს და ეს ზედმეტი ხმაურები კიდევ უფრო მაგიჟებს“, - ამბობს პეტრე კოლხი.

    წამყვანის კითხვაზე, დაშორებულია თუ არა მეუღლეს, სასულიერო პირი ამბობს:

    „არა, რა სისულელეა! როგორ შეიძლება გაშორდე ექვსის შვილის დედას! ხშირად ჩამოვდივარ და სულ ერთად ვართ. მაგრამ იმდენად მივეჩვიე მარტო ყოფნას... იმდენად დაიღალა ჩემი მეუღლე, რომ მე და მარიამი ვიტყვით ხანდახან, რომ გავუშვათ დედა დასასვენებლად...“