სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსეთი აგრძელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ეს უნდა შეწყდეს - ბორელი

    რუსეთი აგრძელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ეს უნდა შეწყდეს - ბორელი
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმა.

    "რუსეთი აგრძელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე. ღამით, დრონებითა და რაკეტებით დაბომბა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი. ეს საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს უნდა შეწყდეს. ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.