სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ახლობლობით შემიძლია ბილეთების „გაჩითვა“, მაგრამ არ მიყვარს თხოვნები...“ - მასტერი საქართველო საბერძნეთის მატჩის ბილეთებზე

    „ახლობლობით შემიძლია ბილეთების „გაჩითვა“, მაგრამ არ მიყვარს თხოვნები...“ - მასტერი საქართველო საბერძნეთის მატჩის ბილეთებზე
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველო-საბერძნეთის მომავალი მატცის ბილეთები სრულიად გაიყიდა.

    ბევრი ადამიანი ბილეთის გარეშე დარჩა.

    როგორც ჩანს მათ შორისაა მომღერალი "მასტერიც", რომელსაც, როგორც თავად ამბობს, შეეძლო ნაცნობობითა და გავლენით ბილეთები ეშოვნა, თუმცა თხოვნები არ უყვარს და არჩივნა არ წასულიყო.

    „ახლობლობით შემიძლია ბილეთების „გაჩითვა“, მაგრამ არ მიყვარს თხოვნები რა, ეგეთი „წიკი“ მაქვს, რა ვქნა. კაი დრო იყო ადრე, მივიდოდი ხოლმე სალაროსთან, ცოცხალ რიგში და ვიყიდდი ბილეთს... არ მახსოვს, რომელიმე მატჩი გამომეტოვებინა,“ - წერს ის.