სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „გამთენიისას გახდა ცუდად, დაეწყო სისხლდენა და...“ - ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

    „გამთენიისას გახდა ცუდად, დაეწყო სისხლდენა და...“ - ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა საქართველოს.

    ესპანეთში ქართველი ემიგრანტი 37 წლის ნინი ჩეჩელაშვილი მძიმე სენთან ბრძოლის დროს გარდაიცვალა.

    „შეუერთდა ჩვენი გოგო ანგელოზთა არმიას ზეცაში ის ჩვენ გულებში სამუდამოდ დარჩება და დარჩება სიმბოლოდ ერთიანობის და სიყვარულის

    განისვენე მშვიდად ნი,ცათა სასუფეველში სადაც მართალნი განისვენებენ.მსუბუქი იყოს შენთვის მონატრებული საქართველოს მიწა.

    საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,გადავწყვიტე პოსტით მომეწოდებინა სწორი ინფორმაცია.
    დღეს გამთენიისას დახლოებით 04:00 საათზე,გახდა ცუდად,დაეწყო სისხლდენა და გარდაიცვალა.

    იგორი მისი მეუღლე იყო მის გვერდით,დაგვიკავშირდა და გვთხოვა მივსულვიყავით მე და ნინი ლონდარიძე,დაახლოებით 30 წუთში ვიყავით ადგილზე.სამწუხაროდ ცოცხალს ვერ მიუსწარით.

    საელჩო აგვარებს გადასვენების პროცედურებს,დღეს გვეტყვიან სავარაუდოდ როდის იქნება პანაშვიდი,ვისაც სურვილი აქვს პატივი მივაგოთ და გავაცილოთ უკანასკნელ გზაზე ჩვენი მეგობარი, ნინი ჩეჩელაშვილი“ - ასე ემშვიდობებიან მას ახლობლები.