სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსები ახალი შეტევისთვის ემზადებიან - სამხედრო ექსპერტი

    რუსები ახალი შეტევისთვის ემზადებიან - სამხედრო ექსპერტი
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამხედრო ექსპერტმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკმა რომან სვიტანმა განაცხადა, რომ რუსებმა, შესაძლოა, სცადონ უკრაინის რამდენიმე რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლა.

    მისი აზრით, ოკუპანტი ჯერ ლუგანსკის ოლქისკენ მიიწევს წინ, შემდეგ შეეცდება მთლიანად დაიკავოს დონეცკი და ზაპოროჟიე, შემდეგ კი ხერსონის ოლქი.

    გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსული მოხალისეების დარბევასთან დაკავშირებით, კრემლს აქვს ახალი პრობლემა. სავარაუდოა, რომ ამ 100 000-დან ნაწილი ბელგოროდის რეგიონებში განთავსდება.

    „ეს ჩვენთვის ძალიან მოგებიანია. ვცდილობთ შემოვაბრუნოთ სიტუაცია: დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს არის ძირითადი ამოცანა“, - განაცხადა სვიტანმა.