სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „წერას ვერ ვაგრძელებდი, რადგან ღვთისმშობელს ვერაფერს ვადარებდი. დღეს დილით კი იდეა მომივიდა... გვითხრა და შავი ღვინის ბოთლი გახსნა..” - დღეს გურამ დოჩანაშვილი იუბილარია

    „წერას ვერ ვაგრძელებდი, რადგან ღვთისმშობელს ვერაფერს ვადარებდი. დღეს დილით კი იდეა მომივიდა... გვითხრა და შავი ღვინის ბოთლი გახსნა..” - დღეს გურამ დოჩანაშვილი იუბილარია
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს ქართველების სიამაყე, გურამ დოჩანაშვილი 85 წლის გახდებოდა.

    გურამ დოჩანაშვილი: - შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში ბატონი ნიკო ჭავჭავაძე, იცით, რა დროს მოდიოდა ხოლმე? - ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა. ბატონი რეზო ჩხეიძე კიდევ საღამოობით მოდიოდა და 6-დან 11 საათამდე ფეხზე იდგა. ამას განვიცდიდი და ორივეს ვეხვეწებოდი, რას არ ვეუბნებოდი, წაბრძანდით, ჩემი შვილი მაგლოვეთ-მეთქი, მაგრამ არაფრით მტოვებდნენ. ასეთები იყვნენ! მაშინდელი თანაგრძნობა და დღევანდელი რომ შევადარო, დღეს იმის ნატამალს ვერ ვხედავ.

    ვერც იმას გაიგებ დღეს, ვინ ვისი მეგობარია. მხოლოდ დროებით შეეკვრებიან ერთმანეთს.

    დღესაც რაიმე რომ გამიჭირდება, ფიქრებით სულ მათ ვეკითხები რჩევას და ვერ წარმოიდგენთ, რა სიმართლეს მეუბნებიან. აბა, არ ვიცი, დღეს ვისთან მივიდე. თქვენ გეკითხებით - დღეს ვინმე გეგულებათ ეგეთი? ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი! ეგეთი ძნელი დრო, რაც დღეს არის, არც მახსენდება.

    გურამ დოჩანაშვილი 2021 წელს, 3 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით, საკუთარი ანდერძის თანახმად.