სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ჩვენ ყველამ, მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ“ - ვილი სანიოლი დღევანდელ მატჩზე

    „ჩვენ ყველამ, მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ“ - ვილი სანიოლი დღევანდელ მატჩზე
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს საქართველოში საქართველო-საბერძნეთის ისტორიული თამაში ჩატარდება.

    თამაშის ყველა ბილეთი გაყიდულია, ქართველები განსაკუთრებით ემზადებიან ამ დღისთვის.

    აი რას ამბობს ნაკრებია მწვრთნელი დღევანდელ მატჩზე:

    "ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, ყველა მოთამაშე მზადაა. ერთი ვარჯიში დაგვრჩა, ვეცდებით, რომ საბერძნეთთან საუკეთესო მატჩი ვაჩვენოთ. მოწინააღმდეგეზე ბევრი საუბარი არ მიყვარს - მირჩევნია, რომ ჩვენს მეტოქეზე არ ვისაუბრო. როცა გავიგეთ, რომ ბერძნებთან თამაში მოგვიწევდა, უკვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველის. მათ კარგი მოთამაშეები ჰყავთ. ეს ფინალია, ორივეს მოგება უნდა. გამარჯვებულის მენტალიტეტი გულისხმობს, თუ რას გააკეთებ მოგებისთვის. ხშირად ვუხსნი ფეხბურთელებს, რომ მოსაგებად ოცნება საკმარისი არაა. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი უნდა გააკეთო. ჩემმა მოთამაშეებმა ძალიან მოუმატეს, ისინი ახლა ყველაზე კარგად არიან მზად.“