სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ოლივეირა: "მიხარია, რომ ფლანგზე კვარაცხელიას უკან ვარ"

    ოლივეირა: "მიხარია, რომ ფლანგზე კვარაცხელიას უკან ვარ"
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნაპოლიში" 24 წლის ურუგვაელი მცველის მატიას ოლივეირას პრეზენტაცია ჩატარდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ გუნდში თამაში დიდი პატივია, ვიდრე "ხეტაფედან" გადავიდოდა, თანამემამულე თავდამსხმელ ედინსონ კავანის დაელაპარაკა, რომელმაც ურჩია არც დაფიქრებულიყო და მისი მიზანი გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა და ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაა.

    პრესკონფერენციაზე ოლივეირას ხვიჩა კვარაცხელიაზე დაუსვეს კითხვა. "ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მოხარული ვარ, რომ მარცხენა ფლანგზე მის უკან ვარ", - უპასუხა ოლივეირამ.

    შეგახსენებთ, რომ დღეს "ნაპოლი" კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, სადაც "მალიორკას" დაუპირისპირდება.