სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მსოფლიოს ახალი ვირუსი ემუქრება - ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

    მსოფლიოს ახალი ვირუსი ემუქრება - ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნიუ-იორკში "მაიმუნის ყვავილის" გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

    ოფიციალური პირების თქმით, ქალაქი შტატში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების ეპიცენტრია.

    რამდენიმე დღის წინ, სან ფრანცისკო გახდა აშშ-ის პირველი დიდი ქალაქი, სადაც, "მაიმუნის ყვავილის" გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

    "შტატში მაიმუნის ყვავილის გავრცელების შესახებ უახლესი მონაცემების განხილვის შემდეგ, ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას... რათა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ამ აფეთქების წინააღმდეგ", — ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

    23 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილის" გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

    საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა. პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.