სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “გუშინ თავად ბედნიერებას უხაროდა, საქართველოს რომ ეწვია...“ - გია მურღულია

    “გუშინ თავად ბედნიერებას უხაროდა, საქართველოს რომ ეწვია...“ - გია მურღულია
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

    საქართველოს ნაკრების გუშინდელ გამარჯვებასთან დაკავშირებით ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:

    სახალხო ბედნიერება არის ის, რაც ყველას ერთად უხარია.

    გუშინ თავად ბედნიერებას უხაროდა, საქართველოს რომ ეწვია – უკეთესად მისი გამოხატვა შეუძლებელი იყო.

    ამდენი ადამიანის გულწრფელი ღიმილი, რომელიც ნებისმიერ მტრობას სძლევს და ამარცხებს, ქვეყანას სამყაროს მზერის წინაშე დიდებულად წარმოაჩენს.

    ქართველთა გულებში გუშინ, გვიან საღამოს სიყვარული განიფინა და ყველამ იგრძნო, რა უსამართლობა იქნებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო.

    ჩვენ ყველამ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რა არის ეროვნული სიამაყე.

    ისიც ვიგრძენით, რომ ასეთ ერთსულოვნებას ნებისმიერ სხვა სფეროშიც შეუძლია შესანიშნავი წარმატებების შექმნა.

    გაუმარჯოს საქართველოს!