სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა ეღირება ბილეთები “ევრო 2024-ის“ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე და როგორ შეგეძლებათ მისი ყიდვა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია

    რა ეღირება ბილეთები “ევრო 2024-ის“ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე და როგორ შეგეძლებათ მისი ყიდვა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.

    მოგეხსენებათ, ეს ისტორიული შედეგი "ჯვაროსნებმა" საბერძნეთთან მატჩის შემდეგ დააფიქსირეს. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ჩვენმა გუნდმა 4:2 იმარჯვა.

    Uefa-ს საიტით ცნობილი ხდება, რომ გერმანიაში გასამართ ჯგუფური ეტაპის ნებისმიერი შეხვედრის ბილეთების ფასები 30, 60, 150, 200 და 400 ევრო იქნება. უშუალოდ ჩვენი ნაკრების თამაშების შესახებ კი წერია, რომ ბილეთების გაყიდვას სფფ უზრუნველყოფს, თუ ის სრულად ვერ იქნა გასხვისებული, მაშინ
    გაყიდვა UEFA-ს საიტზეც მოხდება.

    მერვედფინალში ბილეთების ფასი უკვე 50, 85, 175, 250 და 500 ევრო იქნება. მეოთხედფინალში 60, 100, 200, 300 და 700 ევრო. ნახევარფინალში 80, 195, 400, 600 და 900 ევრო, ფინალში კი 95, 300, 600, 1000 და 2000 ევრო.

    ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრების თამაშები ევრო 2024-ზე 18, 22 და 26 ივნისს, შესაბამისად, თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან შედგება.