სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მე-4 დღეა ვაზიანში დაკარგულ 12 და 13 წლის გოგოებს ეძებენ

    მე-4 დღეა ვაზიანში დაკარგულ 12 და 13 წლის გოგოებს ეძებენ
    2 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში ორ მოზარდ გოგოს ეძებენ. დაკარგულია: 12 წლის ლანა ლუკიანოვა და 13 წლის სვეტა ქსოვრელი.

    დაკარგულ არასრულწლოვნებს უკვე მე-4 დღეა ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, გოგონები მაღაზიაში აპირებდნენ წასვლას, რის შემდეგაც ისინი სახლებში აღარ დაბრუნებულან.

    ახლობლების ინფორმაციით, მათ სამართალდამცავ უწყებას უკვე მიმართეს და არასრულწლოვნებს პოლიცია ეძებს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი გოგოები შეამჩნიეს მცხეთაში და შემდეგ თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდით: ნათია ნარიმანიძე – 599199031



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ