სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “მოლდოველი კაცი დაჩოქილი ლოცულობს ქართველების გამარჯვებისთვის“ - რას წერს ფოტოს ავტორი

    “მოლდოველი კაცი დაჩოქილი ლოცულობს ქართველების გამარჯვებისთვის“ - რას წერს ფოტოს ავტორი
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა და საბერძნეთის დამარცხების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

    ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც იტალიაშია გადაღებული ისტორიული მატჩის დღეს:

    “საქართველოზე და ქართველებზე უზომოდ შეყვარებული, იტალიაში მცხოვრები მოლდოველი, ჩემი და უამრავი ქართველის მეგობარი, მედიცინის დოქტორი, ფლორენციაში ქართული ეკლესიის სტიქაროსანი სერგიო მოკანუ საქართველოს ნაკრების თერთმეტმეტრიანების დროს შვილთან ერთად მუხლებზე დამდგარი ლოცულობდა ჩვენ გუნდის გამარჯვებისთვის.
    მადლობა სერგი, ჩემო მეგობარო, გენაცვალე გულში!!!“,
    -წერს სოციალურ ქსელში ბადრი შერაზადიშვილი.

    ნახეთ ფოტო: