სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „აუხსნელი რამ ხდებოდა ჩემს გულში... ჩემი მეუღლე მთელი თამაში მდუმარედ იყო და ბოლოს ეს გააკეთა“ - კვეკვეს დედის კომენტარი

    „აუხსნელი რამ ხდებოდა ჩემს გულში... ჩემი მეუღლე მთელი თამაში მდუმარედ იყო და ბოლოს ეს გააკეთა“ - კვეკვეს დედის კომენტარი
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ორი დღის წინ საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!

    საქართველომ საბერძნეთს 4-0 მოუგო!

    საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეროვნულმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

    გამარჯვება პენალტების სერიას მოჰყვა, რომელშიც ერთ-ერთი გოლი კვეკვესკირმაც გაიტანა.

    აი რას ამბობს ნიკას დედა:

    “ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია. თამაშს ვესწრებოდი და ისეთი საოცარი გარემო და ისეთი გულშემატკივრობა იყო. ბიჭებმაც ბოლომდე, 120 წუთი იბრძოლეს და შრომა დაუფასდათ.

    არ შემიძლია არ ვთქვა გიორგი მამარდაშვილის შესახებ, რომელმაც პირველი პენალტი აიღო და ამით დამატებითი სტიმული მისცა ბიჭებს.

    ნიკას გოლი იყო გადამწყვეტი და საოცარი შეგრძნება ჩემთვის, როგორც დედისთვის. ყველა გულშემატკივრისთვის დაუვიწყარი, აუხსნელი წამები იყო, მაგრამ დედისთვის, წარმოგიდენიათ, ალბათ, რა ხდებოდა ჩემს გულში. ჩემი მეუღლე მთელი თამაში მდუმარედ იყო და ბოლოს ცრემლები წამოუვიდა. მატჩის შემდეგ ნიკა ვნახეთ და უსიტყვოდ გადავკოცნეთ ერთმანეთი, ასე მივულოცეთ ერთმანეთს გამარჯვება“