სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს - პროკურატურის გადაწყვეტილება

    დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს - პროკურატურის გადაწყვეტილება
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პროკურატურის გადაწყვეტილებით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს.

    აღნიშნული შემთხვევა ეგრედ წოდებულ ქოლ-ცენტრში ხდებოდა.

    პირებს ბრალი ედებათ ავსტრალიის მოქალაქის კუთვნილ 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად მითვისებაში.

    ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.