სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO:”და უკვე ორიენტირებული ვარ ლევანტეს მატჩებზე” - ქოჩორაშვილი პირველი ინტერვიუ ისტორიული მატჩის შემდეგ

    VIDEO:”და უკვე ორიენტირებული ვარ ლევანტეს მატჩებზე” - ქოჩორაშვილი პირველი ინტერვიუ ისტორიული მატჩის შემდეგ
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ორი დღის წინ საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!

    საქართველომ საბერძნეთს 4-0 მოუგო!

    საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეროვნულმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

    "საქართველოში ისტორია დავწერეთ, ჩვენთვის ყველაზე მთავარია ეროვნულ ნაკრებში თამაში. უნდა დავტკბეთ ამ სიხარულით, მაგრამ ახლა კონცენტრაცია აწმყოზე უნდა გავაკეთოთ და უკვე ორიენტირებული ვარ ლევანტებს მატჩებზე".

    სანამ ევრო 2024 იქნება, მანამდე ლა ლიგა 2-ში სეზონი უნდა დასრულდეს. 24 წლის ქართველი ფეხბურთელიც ამ ეტაპზე მხოლოდ საკლუბო მატჩებზეა კონცენტრირებული და სურს ლევანტეს ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმაროს.

    "მთავარი ის იყო, რომ ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. თუმცა ახლა მგზავრობისგან დაღლილი ვარ, ბაზაზე უნდა წავიდე, ძალები აღვიდგინო და გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყო. მინდა ლევანტეს დავეხმარო ლა ლიგაში აღზევებაში, იქ დაბრუნებაში, სადაც ყოფნას იმსახურებს და დროა, ლევანტესთვის ყველაფერი გავაკეთოთ".

    აი რა განაცხადა ინტერვიუში გიორგი ქოჩორაშვილმა.