სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ,,ჩემო ძმებო და მეგობრებო...“ - როგორ გაამხნევა კვარამ თანაგუნდელები თამაშამდე

    ,,ჩემო ძმებო და მეგობრებო...“ - როგორ გაამხნევა კვარამ თანაგუნდელები თამაშამდე
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე დღის წინ საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!

    საქართველომ საბერძნეთს 4-0 მოუგო!

    საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეროვნულმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

    ასე გაამხნევა კვარამ მეგობრები მოედანზე გასვლამდე, ამ ამბავს ნაკრების ექიმი, დავით ხარაბაძე იხსენებს:

    „მოედანზე გასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიამ სიტყვა ითხოვა. შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა: ჩემო ძმებო და მეგობრებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი. შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ“, – გაიხსენა დავით ხარაბაძემ.