სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „გუნდი, რომელიც მუდმივად იზრდება“ - რას წერს საქარყველოზე პორტუგალიური გამოცემა

    „გუნდი, რომელიც მუდმივად იზრდება“ - რას წერს საქარყველოზე პორტუგალიური გამოცემა
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე დღის წინ საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!

    საქართველომ საბერძნეთს 4-0 მოუგო!

    საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეროვნულმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

    აი რას წერს საქართველოზე პორტუგალიური გამოცემა:

    „მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ მათ ფეხბურთელებზეც. ვალენსიის მამარდაშვილი ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი მეკარეა, მიქაუტაძე მეცში თამაშობს და არაპროგნოზირებადი თავდამსხმელია, მთავარი ლიდერი კი ხვიჩა კვარაცხელიაა. ნაპოლის მოთამაშე გუნდის მამოძრავებელი ძალაა და ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია მსოფლიოში. მისი კრეატიულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის.

    ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეუძლებელია არ შეამჩნიო ამ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტების ნაკლოვანებები. საქართველო, ფეხბურთელების ფასების მიხედვით, ბოლოდან მესამე ადგილზეა ამ ტურნირზე - მოთამაშეების ღირებულება 150 მილიონი ევროა, საიდანაც 80 მილიონი ევრო ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასია. საკლუბო ფეხბურთის კუთხით ამ გუნდის ფეხბურთელებს მაღალ დონეზე გამოცდილება აკლიათ, საერთაშორისო ასპარეზზე კი საერთოდ არ აქვთ. 1:7 მარცხმა ესპანეთთან აჩვენა, რომ მათ არანაირი პასუხი არ ჰქონდათ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივად იგებს ტიტულებს. ეს არის ნაკრები, რომელსაც კარგი სათამაშო პრინციპები და შრომისმოყვარეობა აქვს, მათი ყველაზე სუსტი წერტილი კი გამოუცდელობაა",