სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით“ - ნინო კვეკვესკირის ემოციური განცხადება

    “ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით“ - ნინო კვეკვესკირის ემოციური განცხადება
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე დღის წინ საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!

    საქართველომ საბერძნეთს 4-0 მოუგო!

    საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეროვნულმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

    აი რა განცხადება გააკეთა ამაზე ნიკა კვეკვესკირის დამ, ნინო კვეკვესკირმა:

    წერს.

    „ძნელია გადმოვცე ის ყველაფერი რასაც განვიცდი, თუმცა თავს ვალდებულად ვთვლი ამდენი სითბოს, ყურადღების, კეთილი სურვილების და თქვენი საოცარი ემოციების შემდეგ ყველას საჯაროდ გადაგიხადოთ მადლობა! პირველ რიგში საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს ვულოცავ ისტორიულ გამარჯვებას, თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ!

    მადლობა ყველა გულშემატკივარს, მოედანზე და სატელევიზიო ეკრანებთან, რომლებმაც მთელი 120 წუთის განმავლობაში მე-12 ნომრად ითამაშეს და ბოლოს-ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით.”