სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შესაძლოა, ჩემი პრობლემა ის არის, რომ საკმარისად ეგოისტი არ ვარ..." - ბუდუ ზივზივაძე პირადსა და კარიერაზე

    "შესაძლოა, ჩემი პრობლემა ის არის, რომ საკმარისად ეგოისტი არ ვარ..." - ბუდუ ზივზივაძე პირადსა და კარიერაზე
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბუდუ ზივზივაძეს აქამდე არასდროს უსაუბრია ასე აქტიურად კარიერასა და პირად ცხოვრებაზე.

    საქართველო-ლუქსემბურგის თამაშის შემდეგ მისი ცხოვრების დეტალებით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა ვიდრე იქამდე, ამიტომ ბუდუც ალაპარაკდა.

    "როცა და­ჯილ­დო­ე­ბა იყო ფე­დე­რა­ცი­ის, მა­შინ ვთქვი, ლუქ­სემ­ბურგს ჩემს თავ­ზე ვი­ღებ და ფი­ნალ­ში "კვა­რა" რომ დაგ­ვე­მა­ტე­ბა, "კვა­რამ" მი­ხე­დოს-მეთ­ქი, ეგ­რეც მოხ­და... უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რად­გან დუბ­ლი შე­ვას­რუ­ლე, ჩემი გო­ლე­ბით გუნ­დმა გა­ი­მარ­ჯვა. თუმ­ცა, მარ­ტო ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის, გუნ­დმაც ძა­ლი­ან მაგ­რად ითა­მა­შა. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ჩემი გუნ­დით და ვფიქ­რობ, რომ და­წყე­ბულ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ. ალ­ბათ, მა­მა­ჩე­მის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, იმი­ტომ, რომ ვიცი, მა­მა­ჩე­მის­თვის რამ­დენს ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი. დღეს, ყვე­ლამ ძა­ლი­ან მაგ­რად ითა­მა­შა, ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ფერ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით. მარ­ტო 11 კა­ცის არა, 26 ფეხ­ბურ­თე­ლი ვართ გა­ნა­ცხად­ში და ყვე­ლას დამ­სა­ხუ­რე­ბაა ეს გა­მარ­ჯვე­ბა. მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რია საქ­მის გა­კე­თე­ბუ­ლი და და­ნარ­ჩენს 26-ში უნდა მივ­ხე­დოთ.”

    აი რასამბობს ბუდუს მეუღლე:

    “ რო­გორც დღეს არის, მა­შინ ბუდუ ასე­თი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი არ იყო. ორი­ვე ქუ­თა­ი­სი­დან ვართ, ბევ­რი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი აღ­მოგ­ვაჩ­ნდა. ჩვენ შო­რის სიმ­პა­თია პირ­ველ­სა­ვე შეხ­ვედ­რი­დან გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც შემ­დგომ გან­ვი­თარ­და და ოჯა­ხის შექ­მნით დაგ­ვირ­გვინ­და. მა­შინ ბუდუ და­ნი­ი­დან ერთი კვი­რის ჩა­მო­სუ­ლი იყო, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" თა­მა­შობ­და. რომ და­ვი­ნა­ხე, გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. იყო საკ­მა­ოდ მორ­ცხვი, თავ­მდა­ბა­ლი. ბუდუ ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნია. გაც­ნო­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის შემ­დეგ გა­მო­მი­ტყდა, რომ ვუყ­ვარ­დი. ეს არ ყო­ფი­ლა ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით, მხო­ლოდ ჩვენ ორნი ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვკა­მა­თობთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, თუმ­ცა ამას მი­ვეჩ­ვი­ეთ, ერ­თმა­ნე­თი ისე­თე­ბი მი­ვი­ღეთ, რო­გო­რე­ბიც ვართ და ერ­თმა­ნე­თის აზრს პა­ტივს ვცემთ. შე­სა­ბა­მი­სად, კა­მა­თიც თით­ქმის არ გვაქვს"

    "კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფეხ­ბურთში მწვრთნე­ლად ან სპორ­ტულ დი­რექ­ტო­რად დარ­ჩე­ნას ვი­სურ­ვებ..." - თქვა ბოლოს ბუდუმ.