სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში“ - მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

    “ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში“ - მიხეილ ყაველაშვილის განცხადება
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ეს ადამიანები - ჩივაძე, ყიფიანი და ა.შ. იმ მძიმე, 90-იან წლებში იდგნენ ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე, როცა ფორმა არ გვქონდა და საშხაპეში წყალი მოწანწკარებდა. უელსს ისე ვეთამაშეთ, რომ თან ელექტროენერგია ითიშებოდა დროდადრო - გავარდებოდა ჩივაძე, ჩაართვევინებდა, დაბრუნდებოდა... ასეთი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ.

    კახა კალაძის ძმა რომ გაიტაცეს, იტალიასთან თამაში გვქონდა. თვალცრემლიანი კახას კადრებიცაა. ყიფიანის გაზრდილები ვართ, ჩვენი იდეალი იყო და უცებ, დავინახე, რომ ის თითქოს მოშვებული იყო, თამაშის წინ, მომზადებისას, გულს ვერაფერს უდებდა. ვკითხე, რა იყო ამის მიზეზი, რაზეც მიპასუხა, კახის ძმა რომ მოძებნონ, გამომძიებლებს მე ვუსხამ ბენზინსო. ფორმები არ გვქონდა და ძალიან მცირე დაფინანსება იყო სახელმწიფოსგან. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს როლს ფეხბურთის განვითარებაში. ასეთი დიდი გამარჯვებები მარტივად არ მოდის. მშვიდობა რომ არ იყოს, ეს შედეგი არ გვექნებოდა, რაც საქართველოს ნაკრებმა გვაჩვენა“

    ეს განცხადება მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა და ქართული ფეხბურთის ისტორიასა და იმ რთულ გზებზე ისაუბრა, რომელიც ფეხბურთელებმა გამოიარეს ამ დროში.

    მან ასევე ითხოვა, რომ დორტმუნდში ქომაგებმა დათო ყიფიანის ბანერი გაშალონ, 18 ივნისს მისი დაბადების დღეა.