სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ხმაურის გამო 10 000 ლარიანი ჯარიმა 8 სუბიექტს დაეკისრა - ინსპექციის განცხადება

    ხმაურის გამო 10 000 ლარიანი ჯარიმა 8 სუბიექტს დაეკისრა - ინსპექციის განცხადება
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბათუმში ხმაურის დაწესებულ ზღვარზე გადაჭარბების გამო 10 000 ლარიანი ჯარიმა 8 სუბიექტს დაეკისრა.

    აი რა განცხადებას აკეთწბს ინსპექცია:

    „მუნიციპალურმა ინსპექციამ ხმაურის ნორმის განმეორების ფაქტზე დააჯარიმა ერთი სუბიექტი 5000 ლარით, 4 კი პირველივე შემთხვევაზე 1500 ლარით.

    აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით მიმდინარე წელს სულ 21 შეტყობინება შემოვიდა. სპეციალური აპარატით გაზომვის შემდეგ, მათ შორის 13 ობიექტზე ნორმის გადაჭარბება დაფიქსირდა.
    აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის ოდენობა გასული წლის ბოლოს გაიზარდა. მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნულზე მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ყოველდღიურად ახორციელებს.”