სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას ამბობს ონის მერი რაჭაში მომხდარ მიწისძვრაზე - პირველი კომენტარი

    რას ამბობს ონის მერი რაჭაში მომხდარ მიწისძვრაზე - პირველი კომენტარი
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "რუსთავი 2-თან" საუბრისას ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია.

    "ჩემი ინფორმაციით, მიწისძვრა იყო სოფელ ფსორთან - ქალაქ ონიდან დაახლოებით 6 კილომეტრში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას არ მოჰყოლია რაიმე ზიანი, დაზიანება, ნგრევა და ა.შ. ასევე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეების მომართვიანობა, ამ დრომდე, არ ყოფილა“, - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.