სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საქართველოში ამდენ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა - რა გააკეთა კვარაცხელიამ, რომლითაც ყველა ამაყობს

    საქართველოში ამდენ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა - რა გააკეთა კვარაცხელიამ, რომლითაც ყველა ამაყობს
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბადრი კვარაცხელიამ თავისი შვილის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "ლელოსთან" ინტერვიუში ისაუბრა.

    - მაისში ცნობილი გახდა, რომ თქვენი ვაჟი საქართველოში 100 გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა...

    - როცა ხვიჩა საქართველოში ჩამოვიდა ზურიკოსთან (დავითაშვილთან) ერთად, ისინი 14 დღის განმავლობაში იზოლირებულები იყვნენ. სახლში იჯდა, გარეთ ვერ გადიოდა, ჩვენ მათთან საჭმელი და ყველა საჭირო ნივთი მიგვქონდა. კარანტინი რომ გავიდა, მთელი ოჯახი სუფრასთან იჯდა და თქვა, რომ სურდა ჩვენს კუთხეში ექიმებს და ექთნებს დახმარებოდა - როგორც კი ხელფასს ვიღებ, ხალხს გავუგზავნიო - მათ, ვინც სამსახური დაკარგეს, ვისაც დახმარება სჭირდებაო. ჩვენ დავურეკეთ რაიონის გამგეობას, მათ ყველაფერი მოაწყვეს. ძალიან დიდი თანხები არ იყო, მაგრამ მაინც მნიშვნელობა ჰქონდა. ბიჭმა ასე გადაწყვიტა და მისი საქციელი ძალიან გამიხარდა.