სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "როცა სასამართლო იყო უცხოური გავლენის აგენტების ხელში, მაშინ გამოიყენებოდა ადამიანთა ჩაგვრის ინსტრუმენტად. ეს აგენტები აწარმოებენ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ.." - კობახიძე

    "როცა სასამართლო იყო უცხოური გავლენის აგენტების ხელში, მაშინ გამოიყენებოდა ადამიანთა ჩაგვრის ინსტრუმენტად. ეს აგენტები აწარმოებენ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ.." - კობახიძე
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "დღეს ეს აგენტები აწარმოებენ კამპანიას, იმ სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც ფუნდამენტურად გარდაიქმნა 2012 წლის შემდეგ"

    ამის შესაებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

    "ეს არის საბჭოური სტილის კამპანია, რომელსაც უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ საქართველოში. თქვენ გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში მოსამართლეების, სასამართლო სისტემის სტიგმატიზაცია ხდებოდა. მოიფიქრეს ტერმინი - კლანი ა.შ. ეს არის საბჭოური სტილის პროპაგანდა. რა თქმა უნდა საზოგადოება ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს სიმართლით. სიმართლე არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც სასამართლო იყო სწორედ ამ უცხოური გავლენის აგენტების ხელში, მაშინ ეს ინსტიტუტი გამოიყენებოდა როგორც ადამიანების ჩაგვრის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. დღეს ეს აგენტები აწარმოებენ კამპანიას, იმ სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც ფუნდამენტურად გარდაიქმნა 2012 წლის შემდეგ. ეს საბჭოური სტილის პროპაგანდა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია“ - აღნიშნა პრემიერმა.