სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საბერძნეთის პლაჟებზე შეზლონგები აიკრძალა - მიზეზი

    საბერძნეთის პლაჟებზე შეზლონგები აიკრძალა - მიზეზი
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საბერძნეთში პლაჟებს შეზლონგებისგან გაწმენდენ. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

    კერძოდ, გაზაფხულიდან პლაჟების 70%-ზე შეზლონგები აღარ იქნება, ხოლო ბუნების დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ მათი 15% დარჩება.

    ამასთან, ოფიციალური პირები “ხელშეუხებელი პლაჟების“ ცალკე სიას შეადგენენ, რომლებიც “ეკოლოგიურად მგრძნობიარე ზონებში“ მდებარეობს. იქ შეზლონგები მთლიანად აიკრძალება.

    მთავრობის განცხადებით, ინიციატივა სასტუმროების “დომინირების“ პრობლემას მოაგვარებს, რომლებიც შეზლონგებით სანაპირო ზოლის დიდ ტერიტორიებს იკავებენ. ასევე, ტურისტებს, რომლებსაც შეზლონგების დაქირავების ფული არ აქვთ, საშუალება მიეცემათ, შვებულება მდიდარ ტურისტებთან თანაბარ პირობებში გაატარონ.

    ახალი წესების მიხედვით, შეზლონგებსა და სანაპირო ზოლს შორის მანძილი, მინიმუმ, ოთხი მეტრი იქნება, რაც ზღვაზე წვდომას ყველასთვის უზრუნველყოფს.

    ამასთან, ბიზნესმენები პლაჟებზე ობიექტის გახსნის უფლებისთვის იბრძოლებენ, რადგან კაფეებისთვის, რესტორნებისთვის და ფასიანი დასასვენებელი ზონებისთვის ფართები აუქციონზე გაიყიდება.