სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 19 წლის ქართველს, რომელმაც სკოლაში მოსწავლე და დირექტორი დაჭრა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

    19 წლის ქართველს, რომელმაც სკოლაში მოსწავლე და დირექტორი დაჭრა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    19 წლის ქართველს, რომელმაც ათენის კიფსელის საჯარო სკოლაში მოსწავლე და დირექტორი დაჭრა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბერძნული მედიის ცნობით, დანაშაულის მოტივი ბრალდებულის უმცროსი ძმის თანასკოლელთან კონფლიქტი გახდა.

    "თავში დამარტყა, საკლასო ოთახში და შემდეგ გარეთ, კიბესთან... მან დირექტორიც დაჭრა. თავდამსხმელის ძმა ჩემი კლასელი არ არის, ის სხვა კლასში სწავლობს.." - აცხადებს დაშავებული არასრულწლოვანი.
    დაკავებული ქართველი დუმილის უფლებას იყენებს.

    საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა სკოლის დირექტორი დანით დაჭრა, ხოლო მოსწავლეს ჩაქუჩი დაარტყა.