სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მთვრალმა ქალმა სტრიპტიზი იცეკვა და პოლიციის განყოფილებაში მოხვდა - რა მოხდა თბილი- მოსკოვის რეისზე

    მთვრალმა ქალმა სტრიპტიზი იცეკვა და პოლიციის განყოფილებაში მოხვდა - რა მოხდა თბილი- მოსკოვის რეისზე
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისი-მოსკოვის რეისზე ბორტზე ინციდენტი მოხდა, როგორც რუსული მედია წერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მგზავრმა ბორტზე სტრიპტიზი იცეკვა, და გვერდით მყოფი მამაკაცი ისე შეაწუხა, რომ კაცმა საბოლოოდ, ბორტ გამცილებელთან ერთად სალონში გადაინაცვლა და რეისის ბოლომდე იქ დარჩა.

    მედიის ცნობით, ქალი თბილისიდან დღეს 13:50 საათზე Azimut-ის რეისით გაფრინდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალმა ძალიან ბევრი ჯინი დალია, შემდეგ ცეკვა დაიწყო, გაიხადა და არაადეკვატური ქცევით ყველაზე მეტად გვერდით მჯდომი მამაკაცი შეაწუხა. ბორტ გამცილებელი და კაპიტანი ცდილობდნენ მგზავრის დამშვიდებას, მაგრამ უშედეგოდ.

    საბოლოოდ, ქალს ვნუკოვოს აეროპორტში პოლიცია დახვდა და სასაუბროდ განყოფილებაში გადაიყვანეს.