რამდენიმე თვის წინ, ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც სპორტსმენი აცხადებდა, შემთხვევა 7 დეკემბერს, საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბექაურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უთხრა თავისი ვინაობის შესახებ, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს.
როგორც ბექაური ამბობს, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა. ის სპორტდარბაზიდან მოდიოდა და პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა.
მისი თქმით, პოლიციელებმა პირველი შეურაცხყოფა მანქანაში ჩასმისთანავე მიაყენეს, ხოლო ცემა სადგურის მოედანზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.