სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნაპოლი მეგა ტრანსფერს უმიზნებს - კვარაცხელიას გუნდი ძლიერდება

    ნაპოლი მეგა ტრანსფერს უმიზნებს - კვარაცხელიას გუნდი ძლიერდება
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნაპოლიმ" გასული სეზონის ბოლოს ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა, მათ შორის კალიდუ კულიბალი, ლორენცო ინსინიე, დრის მერტენსი და სხვები.

    იტალიური კლუბი გუნდში არსებული სიცარიელის შევსებას ცდილობს და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

    ნეაპოლიტანელები გაჩერებას არ აპირებენ და როგორც Calciomercato იტყობინება, "ნაპოლი" კეპა არიზაბალაგას დამატებაზე სერიოზულად მუშაობს.

    შეგახსენებთ, რომ დღეს "ნაპოლი" "მალიორკას" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართვს.