სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი, ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია" - კახა კალაძის მოსაზრება "ეტინგის" სისტემაზე

    "საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი, ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია" - კახა კალაძის მოსაზრება "ეტინგის" სისტემაზე
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია, თავისი კანონები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, პატივი სცეს მათ.

    რადიკალურად, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება წინა წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული სასამართლო სისტემა დღევანდელისგან. ყველანაირი სტატისტიკით შეგვიძლია, მივიღოთ ამაზე პასუხი. პირდაპირ ვთქვათ, არსებობენ ძალები, რომელთაც აქვთ სურვილი, დაიქვემდებარონ სასამართლო, მოსამართლეები და ამ ყველაფერს მართავდნენ თავად. ყველაფერი ცხადია, ნათელია, ვიცით, როგორ მოქმედებს ქვეყნებში კამპანიების დაფინანსება, რა უდევს ამას საფუძვლად, რატომ კეთდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმაც ყველაფერი კარგად გააანალიზა, ყველაფერს კარგად ხვდება და არქმევს თავის სახელს.

    საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია, თავისი კანონები, რომელსაც პატივს ვცემთ. ვართ სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს იმისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი, სისხლი დავღვარეთ ამისთვის. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ. საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია. ყველამ კეთილი უნდა ინებოს, პატივი სცეს ამ ყველაფერს“

    ამ განცხადებით გამოეხმაურა კახა კალაძე "ვეტინგის" სისტემის შემოღებია ამბავს.