ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ნონა გაფრინდაშვილის მიერ გაკეთებულ საოცარ საჩუქარს უზიარებს საზოგადოებას.
ქალბატონმა ნონამ ფეხბურთელის მშობლებს თავის საკოლექციო ჭადრაკიდან “ქართული ცეკვა” სამახსოვროდ მეფის ფიგურა გადასცა.
„მადლობა ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრისთვის,“ - წერს ხვიჩა სოციალურ ქსელში და ამ კადრებს აქვეყნებს: