სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რიკოთის ძველ გვირაბში 3-5 აპრილს ღამის საათებში შეზღუდვები დაწესდება საზოგადოება

    რიკოთის ძველ გვირაბში 3-5 აპრილს ღამის საათებში შეზღუდვები დაწესდება საზოგადოება
    1 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    3-5 აპრილს ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, შეზღუდვის მიზეზი პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოებია.

    „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.

    დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

    აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.