პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ დღეს უმრავლესობას მიაჩნია, რომ არანაირი წახმარება ქალებს არ სჭირდებათ.
“ქალთა კვოტირებას რაც შეეხება, რაღაც ეტაპზე, ჩვენ დაგვჭირდა ერთჯერადად ჩავრეულიყავით ხელოვნურად და ეს აქვთ ევროპის ქვეყნებს პოზიტიური გამოცდილების სახით. დღეს მიგვაჩნია, რომ არანაირი წახმარება ქალებს არ გჭირდებათ არც ჟურნალისტიკაში, არც საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. არც ჩვენ ქალებს, ჩვენი გუნდის წევრ ქალებს ნამდვილად არ სჭირდებათ წახმარება რაღაც ხელოვნური ფორმით, ყველას თავისი ღირსეული ადგილი უკავია. არც ერთი მათგანი, კატეგორიულად გეუბნებით, ჩვენ სიაში, თუნდაც როდესაც კვოტირება იყო, მაშინაც კი არ არის იმიტომ რომ ქალია. იმიტომაა, რომ დამსახურება აქვთ, იმიტომ არის, რომ პროფესიონალები, მშრომელები არიან, საკუთარი უფლებების, ნიჭის, უნარების რეალიზება მოახდინეს სწორად ამიტომ არიან და მომავალშიც ამიტომ იქნებიან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.