სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საფრანგეთის ალპებში გასულ წელს გაუჩინარებული 2 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს - პოლიცია საქმის დეტალებზე საუბრობს

    საფრანგეთის ალპებში გასულ წელს გაუჩინარებული 2 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს - პოლიცია საქმის დეტალებზე საუბრობს
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უცხოური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგმა გამომძიებლებმა 2023 წელს გაუჩინარებული ბავშვის ცხედარი იპოვეს, რამაც ერი შოკში ჩააგდო.

    გამომძიებლები ახლა მუშაობენ იმის დასადგენად, თუ როგორ გარდაიცვალა ბიჭი, განაცხადა პროკურორმა.

    ორწლინახევრის ემილ სოლეილი გასული წლის 8 ივლისს გაუჩინარდა ბებიასთან და ბაბუასთან ალპურ სოფელში ყოფნისას.

    ორმა მეზობელმა იგი ბოლოს ნახა მაშინ, როდესაც მარტო სეირნობდა.

    “შაბათს პოლიციას შეატყობინეს ძვლების აღმოჩენის შესახებ ლე ვერნეს დასახლების მახლობლად“, - თქვა პროკურორმა.

    პროკურორს არ დაუსახელებია გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ განაცხადა, რომ სასამართლო გამომძიებლები აგრძელებენ ძვლების ანალიზს, რომლებიც ფეხით მოსიარულემ შენიშნა.



    ემილი სოფელში ბებიასთან და ბაბუასთან არდადეგების გასატარებლად ჩავიდა, თუმცა ჩასვლიდან მეორე დღეს გაუჩინარდა. დაკარგვიდან მისი ძებნა ყველგან დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე მის კვალს ვერ მიაგნეს.

    პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება შესაძლო გატაცების ფაქტზე, მაგრამ ასევე განიხილავენ უბედურ შემთხვევას ან დაცემას ბავშვის გარდაცვალების მიზეზად.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ