გერმანიაში მცხოვრები ნინო მოზესი, რომელიც საზოგადოებამ დომენიკ მანგოსთან ერთად გაიცნო, მზად არის მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ჩაჯდეს ციხეში და დაიწყოს ორად გახლეჩილი საზოგადოების შერიგება.
მან ამის შესახებ ღია წერილში დაწერა, რომელიც ნიკა გვარამიას გაუგზავნა.
"გამარჯობა ბატონო ნიკა, მე ვარ ნინო მოზესი. თქვენი დახმარება მჭირდება ჩემი სურვილის მისატანად საქართველოს მთავრობამდე.
ვცხოვრობ 20 წელია გერმანიაში. ვარ50 წლის ქალი, მყავს სამი შვილი, უკვე დიდები არიან. მაწუხებს ჩემი ხალხის გახლეჩვა. გამოსავალს ვხედავ შერიგებაში. ურთიერთპატიებაში. არასოდეს ვყოფილვარ პარტიული, საერთოდ არც მიცხოვრია მიშას დროს საქართველოში. მეტიც, არჩევნებშიც არასოდეს მიმიღია მონაწილეობა.
მაქვს კარგად აწყობილი და დალაგებული, უზრუნველი ცხოვრება გერმანიაში, მაგრამ მზად ვარ დავტოვო ყველაფერი და დავჯდე მიშა სააკაშვილის ნაცვლად ციხეში, რათა დაიწყოს დიდი შერიგება ქართველებში თუ ვინმეს სურს, შეუძლია შემომიერთდეს. მადლობა წინასწარ", - წერს ნინო მოზესი.